გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მერაბ კობიაშვილი, რომელიც ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად გაამართლეს, აცხადებს, რომ მომხდარი მისი დიდი ტრაგედიაა.
„არ ჩამიდენია განზრახ მკვლელობა, ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია, რომელიც მე მთელი ცხოვრება მხრებით უნდა ვატარო. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ნაფიც მსაჯულებს სიმართლისთვის, მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით“, - განაცხადა მერაბ კობიაშვილმა.
თამაზ გორთამაშვილი გუდაურში 16 თებერვალს მოკლეს, კიდევ ერთი პირი კი, დაჭრეს. მერაბ კობიაშვილი განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. ასევე, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი ექვს პირს წარუდგინა.
დღევანდელი გადაწყვეტილებით, მერაბ კობიაშვილი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.