"დარბაზის ნაწილი ცარიელია და ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ თუნდაც დღევანდელ დღეს ვიხილავდით ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს. ვიფიქრე, ალბათ დაგვებედებოდა კიდეც კონსტრუქციულ რეჟიმში საუბარი, მაგრამ რა ვქნათ", - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც მას დეპუტატებმა „მინისტრის საათის“ ფორმატში უნდა მოუსმინონ.
მისივე თქმით, ოპოზიციის სურვილი არ არის, რომ ერთმანეთთან ცივილური ფორმებით საუბრის შესაძლებლობა ჰქონდეთ.
„დარბაზის ნაწილი ცარიელია და ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ თუნდაც დღევანდელ დღეს ვიხილავდით ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს. ვიფიქრე, ალბათ დაგვებედებოდა კიდეც კონსტრუქციულ რეჟიმში საუბარი, მაგრამ რა ვქნათ... სამწუხაროდ, ეს მათი სურვილი არ არის, რომ ჩვენ ერთმანეთთან გვქონდეს ცივილური ფორმებით, კითხვა-პასუხის რეჟიმში საუბრის შესაძლებლობა. ბუნებრივია, ეს მათი გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ცნობისთვის, რატი ბრეგაძე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გაწეული მუშაობის ანგარიშს წარუდგენს.