ინჟინერი, რომელიც წლების განმავლობაში პენტაგონის კონტრაქტორად მუშაობდა, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

ინჟინერი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა პენტაგონის კონტრაქტორად, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, 63 წლის ჯონ მიურეი ცდილობდა საიდუმლო ინფორმაციის გადაცემას პირისთვის, რომელიც მას რუს აგენტს მიაჩნდა, თუმცა სინამდვილეში FBI-ს თანამშრომელი იყო.

FBI-მ მას შემდეგ ჩაატარა ოპერაცია, რაც ის უსაფრთხოების რეჟიმის დარღვევის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს.

გამოძიების ფარგლებში, 2020 წლის მარტში მიურეი შეხვდა ფედერალური ბიუროს აგენტს, რომელმაც თავი რუსეთის მთავრობის აგენტად წარუდგინა.

რვა თვის განმავლობაში მან 300-ზე მეტი წერილი გაუგზავნა ფედერალური ბიუროს აგენტს. ის რუსეთისთვის მუშაობის მზადყოფნას გამოთქვამდა, ამასთან, გაამჟღავნა აშშ-ის სამხედრო გამანადგურებლების შესახებ ოპერატიული დეტალები.