ფრაქცია „ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში, სადაც მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ იუსტიციის მინისტრს, ოპოზიციის მიმართ მმართველი გუნდის წევრთა კრიტიკას უპასუხა.
„ვისმენდი მინისტრის და უმრავლესობის გამოსვლას და მივხვდი, რომ „ქართულ ოცნებას“ სერიოზული პრობლემა აქვს, არ იცით, ვინ ხართ, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგოდ არ განსაზღვრავთ იდენტობას. მუსიკაში არსებობს ერთაკორდიანი ნაწარმოები და ძალიან მოსაწყენია მოსასმენად, და ძალიან მოსაწყენი გახდა თქვენი პოლიტიკური გამოსვლებიც, რადგან „ნაციონალურ მოძრაობაზე“ თავდასხმის გარდა, სათქმელი არაფერი გაქვთ.
ბატონო ანრი, ჩრდილოეთ კორეაში სიცილიც აკრძალეს 11 დღის განმავლობაში და ოპოზიციას თქვენ ცენზურას უწესებთ, რა უნდა თქვას, და მალე, მგონი გაღიმებაც აგვიკრძალოთ ამ დარბაზში და საცოდავი სანახაობაა ეს ყველაფერი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.