საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეებს უკანონო პატიმრობა მიუსაჯა

საოკუპაციო რეჟიმის მიერ რამდენიმე დაკავებულებს ერთთვიანი და ორთვიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ფაქტზე გაააქტიურა „ცხელი ხაზი“, ინფორმირებული არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

„17 დეკემბერს „ცხელი ხაზით“ მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დაკავებულ ვლადიმერ კანიაშვილს ერთთვიანი, ხოლო კახაბერ ნათაძეს ორთვიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა“, - განაცხადეს სუს-ში.