იუსტიციის მინისტრი: როცა გვექნება სამედიცინო პერსონალის თანხმობა, მიხეილ სააკაშვილს რუსთავში, მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანენ

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სამედიცინო პერსონალის თანხმობის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს რუსთავში, მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანენ

ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფორმატში, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ შესაბამისი სამედიცინო დასკვნა გვექნება, სამედიცინო პერსონალის თანხმობა, ის გადაყვანილი იქნება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-12 დაწესებულებაში, რუსთავში, სადაც თავიდან იყო შესახლებული“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია