უკრაინის მიზანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების წლიური დახმარება ერთ მილიარდ დოლარამდე გაიზარდოს. უკრინული სააგენტო UNIAN-ი იუწყება, რომ ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.
„ამერიკის შეერთებული შტატების 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს უკრაინის დახმარებას 756 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, კერძოდ, უსაფრთხოების განმტკიცებისთვის - 400 მილიონი აშშ დოლარი. მაგრამ ჩვენი მიზანია, ეს დახმარება ერთ მილიარდ დოლარამდე გაიზარდოს, უცვლელი რჩება“, - განაცხადა კულებამ.
მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის, პენტაგონისა და შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით, ამერიკულმა მხარემ 460 მილიონ დოლარზე მეტი გამოყო უკრაინაში საკვანძო რეფორმების მხარდასაჭერად.
საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ის პირადად განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარებას, რაც მნიშვნელოვანია რუსული ესკალაციის ფონზე. „ჩემი პოზიცია ძალიან მარტივია, მას ყოველ საერთაშორისო შეხვედრაზე ვაფიქსირებ: ძლიერი უკრაინა საუკეთესო ფაქტორია რუსეთის შემდგომი აგრესიის შეკავებისთვის. ამიტომ დიპლომატები ბევრს მუშაობენ უკრაინის არმიის გასაძლიერებლად, ახალი იარაღის, ახალი ტექნოლოგიების მოზიდვის მიზნით“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.