ეკატერინე ტიკარაძე პატრიარქთან შეხვედრაზე: პატრიარქმა დამლოცა, სხვა საუბარი არ ყოფილა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გუშინ პატრიარქს შეხვდა და მასთან ერთად მისი მოადგილე თამარ გაბუნია იმყოფებოდა.

„ეს ჩვეული წესია. გუშინ იყო ბარბარობა. პატრიარქმა დამლოცა ჩემს მომავალ გზაზე. სხვა საუბარი არ ყოფილა",- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, ეკატერინე ტიკარაძე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრობიდან გადადგა.