"მუდმივი არავინ არის", - ასე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტების კითხვას სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით.
ზალკალიანის განმარტებით, აღნიშნული საკითხი მისთვის უცნობია.
„არ ვიცი, 4 წელია ამ თანამდებობაზე ვარ, მახსოვს, 2 თვის დანიშნული ვიყავი, ჟურნალისტი მოვიდა და ხვალ გხსნიანო, 4 წელი გავიდა, არ მაქვს პრობლემა, მუდმივი არავინ არ არის“, - განაცხადა ზალკალიანმა.
ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ შესაძლო, სამთავრობო ცვლილებებს ჭორაობა უწოდა.