საბავშვო ევროვიზიაზე ონლაინ ხმის მიცემა დაიწყო, საქართველოს კი ნიკო ქაჯაია წარადგენს.
ხმის მიცემა ვებგვერდზე – vote.junioreurovision.tv 19 დეკემბერს შეწყდება, საბავშვო ევროვიზიის კონცერტის დაწყებამდე, შემდეგ კი, კვლავ განახლდება 15 წუთით, მას შემდეგ, რაც ყველა საკონკურსო სიმღერა შესრულდება.
საქართველოს წარმომადგენელთან ერთად, შეგიძლია, ხმა მისცე კიდევ ორ კონკურსანტს. შენი ხმა განსაზღვრავს საბოლოო შედეგის ნახევარს, მეორე ნახევარს კი ჟიური გადაწყვეტს. გაიმარჯვებს ის სიმღერა, რომელიც ყველაზე მაღალ ქულას მიიღებს.
საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ნიკო ქაჯაია 19 დეკემბერს „ლა სენ მუსიქალის“ სცენაზე მეორე ნომრად წარდგება.
პროექტ „რანინას“ გამარჯვებული ნიკო ქაჯაია საბავშვო ევროვიზიაზე გიგა კუხიანიძის სიმღერას „დავაგროვოთ ღიმილები“ (lets count the smiles) შეასრულებს.
რიგით მე-19 საბავშვო ევროვიზია პარიზში 19 დეკემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას 19 ქვეყანა მიიღებს.