კორონავირუსით ქირურგი გარდაიცვალა

კორონავირუსით 63 წლის ქართველი ქირურგი, ნუგზარ სამხარაძე გარდაიცვალა. დაღუპული კლინიკა "რუსთავის" თანამშრომელი იყო.

ექიმი Сovid 19-ის მკურნალობის კურსს ერთი კვირის განმავლობაში გადიოდა, თუმცა მდგომარეობა დამძიმდა. თანხმლები დაავდებების შესახებ ინფორმაცია ჯერ უცნობია. კოლეგებმა ქირურგის გადარჩენა ვერ შეძლეს

ნუგზარ სამხარაძეს ვირუსი გეგმიური ტესტირების შედეგად დაუდასტურდა.