სურამში ავტომაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებული 33 წლის კაცი სიმაღლიდან და გარდაიცვალა.
„რუსთავი 2-ის“ ცნობით, გარდაცვლილს, 33 წლის კაცს, რომელიც ხიდის კონსტრუქციიდან, სიმაღლიდან გადავარდა, 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
შემთხვევა სურამში 17 დეკემბერს მოხდა.
გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.
240-ე მუხლი სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც პირის გარდაცვალება გამოიწვია.
შაბათს, 18 დეკემბერს, მის გარდაცვალებას ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულების საპროტესტო აქცია მოჰყვა.
დასაქმებულები შრომისას უსაფრთხოების ზომების დაცვას მოითხოვენ.