საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებისათვის წინასაახალწლო მიღება გამართა.
სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტი შეეხო არსებულ გამოწვევებს როგორც საგარეო მიმართულებით, ისე ქვეყნის შიდა პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით.
"ჩვენთან უფრო ახლოს ვხედავთ რუსეთის უკიდურეს მიზნებს, რომ გამოწვევა შეუქმნას ძველ მსოფლიო წესრიგს, ეს ჩვენ ვიხილეთ საქართველოს ტერიტორიაზე, მაგალითები, რომელიც ახლა სხვაგან ხდება და ვხედავთ მის უკიდურესად შემაშფოთებელ ქცევას უკრაინაში, ვხედავთ ბელარუსს, რომელიც იყენებს მიგრანტებს მეზობელი ქვეყნების დესტაბილიზაციის ახალ ინსტრუმენტად, ჩვენ ვხედავთ ამ ძალიან საგულისხმო ახალ ტენდეციებს, საიდანაც არ გვაქვს ერთობლივი, მიზანდასახული, ისეთივე დაჟინებული გამოსავალი, როგორიც რუსული გამოწვევაა.
ესეც უნდა დავძლიოთ და ვიპოვოთ გადაჭრის ახალი გზები.
ამ გამოწვევებში ვხედავთ, რომ სულ რამდენიმე დღის წინ, გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი გააძევა, რომლებიც პასუხისმგებლები იყვნენ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე.
ეს არის მსოფლიო, რომელშიც ამ წელს ვიცხოვრეთ და დიდი ალბათობით, მომავალ წელსაც განვაგრძოთ ცხოვრებას.
არანაკლებ მნიშვნელოვანია რადიკალური, შიდა გამოწვევები მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში, სადაც პოლარიზაციაა და არჩევნები უკიდურესად პოლარიზებულ კონტექსტში ჩატარდა.
ეს ყველაფერი აზიანებს პოლიტიკურ მდგომაროებას, როდესაც ხდება სახელმწიფო ინტერესების გარკვეული ფორმით გვერდზე გადადება ინდივიდუალური პოლიტიკური ინტერესებისათვის ეს ძალიან საგულისხმო ტენდენციაა და ეს ის სენია, რომელმაც მოიცვა არამხოლოდ საქართველო, ეს ახალი დემოკრატიის პატარა ქვეყანა.
ჩვენ ვნახეთ, დიდი და ძველი დემოკრატიები, რომლებიც ასევე დაზარალდნენ ამ პოლარიზაციით, როგორც ჩანს, ეს არის ტენდენციაა, რომელსაც ბევრი ქვეყანა გაიზიარებს, ამიტომ ჩვენ უნდა ვიპოვოთ გადაჭრის საერთო გზა.
ეს მეტის გაკეთებას საჭიროებს. ჩვენ ეს ვიხილეთ ჩვენს პროგრესირებად ევროინტეგრაციის გზაზე, მათ შორის ახლახან დასრულებულ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე.
ძალიან მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირის მიზანდასახულობა, რომ თუნდაც ჩაბმულიყო საქართველოს პოლიტიკურ კრიზისში.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სამი ვიზიტი - ალბათ, ჯერ ვერ ვიაზრებთ როგორი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და მნიშვნელოვანი ცვლილება იყო, რადგან ის აღნიშნავს ევროკავშირის ახალ განსაზღვრულობას, იყოს საქათველოში წარმოდგენილი და აქტიური. მაგრამ ეს საკმარისი არ არის.
ჩვენ ვიხილეთ, რომ NATO-მ საქართველო ბოლო ღონისძიებებში ჩართო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს საკმარისი არაა. და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, რომ ჩვენ ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა განვაგრძოთ ამ გზაზე წინსვლა.
ეს ქართველი ხალხისთვის ნამდვილად მთავარი გამოწვევაა. სწორედ წლის ბოლოს გამოვედი ინიციატივით, რომლის შესახებაც თქვენც იცით, რადგან მსურს ახალი წელი ახალი მცდელობებით დავიწყოთ.
მცდელობით, რომ გავერთიანდეთ, მცდელობით, რომ გადავლახოთ ზოგიერთი მთავარი უთანხმოება. რა თქმა უნდა, ეს არის და უნდა დარჩეს პლურალისტურ საზოგადოებად.
ჩვენ არასდროს ვიფიქრებთ ზოგიერთ საკითხზე ისე, როგორც აქამდე, მაგრამ რა სარგებელია აქვს სხვადასხვა საკითხზე სხვადასხვანაირად ფიქრს, თუ მათი ერთად განხილვა არ შეგვიძლია. ასეთ შემთხვევაში, შენ შენს აზრებს შენთვის იტოვებ და უბრალოდ ახმოვანებ/ყვირი, რაც ჩვენს გარშემო ბოლო დროს ხშირად მომხდარა.
მაშასადამე, ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზა ამას გვერდი ავუაროთ და უთანხმოებაში ჩავიხედოთ, რადგან ერთმანეთის მოსმენა შეიძლება საინტერესო იყოს.
ვფიქრობ ამით ჩვენ დავუბრუნდებით იმას, რაც იყო და არის საქართველოს იდენტობა. ეს არის ერთიანობა და ტოლერანტობა. ეს ასე, რომ არ ყოფილიყო ეს ქვეყან დღეს არ აქ არ იქნებოდა და მე არ ვიქნებოდი ამ ქვეყნის პრეზიდენტი.
ასე, რომ მე იმედი მაქვს, რომ ეს ქვეყანა კიდევ ძალიან დიდ ხანს იარსებებს და რომ ჩვენ ამ ახალ დაბრკოლებებს ერთად დავძლევთ.
კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ აქ ყოფნისათვის, რადგან თუ ამ დაბრკოლებას ჩვენ „ხელში ვიღებთ“, ეს არ ნიშნავს რომ ჩვენს თავში ვიკეტებით და რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა დაგვჭირდება ისე როგორც არასდროს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.