მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას საერთაშორისო კონსორციუმის ექიმები შეისწავლიან

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას საერთაშორისო კონსორციუმის ექიმები შეისწავლიან და დასკვნასაც დადებენ.

ხატია დეკანოიძემ "მთავარი არხის" ეთერში, განაცხადა, რომ ექიმები, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნის ლიცენზია აქვთ, ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად საქართველოში მომავალ კვირაში ჩამოვლენ:

დეკანოიძემ მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 18 დეკემბერს მოინახულა. მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს სისუსტე აქვს და ბოლო 10 დღის განმავლობაში წონაშიც დაიკლო.