საქართველოს პრეზიდენტმა წეროვანიდან და წილკანიდან ჩამოსულ ბავშვებს დამდეგი შობა - ახალი წელი მიულოცა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ბავშვებმა პრეზიდენტის სასახლის მთავარი ჩიჩლაკი სალომე ზურაბიშვილთან ერთად აანთეს, სადღესასწაულოდ ჩიჩილაკებით მორთული სასახლის ეზო დათვალიერეს და სამსახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
ამასთან, ორბელიანების სასახლის წინ დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა წინასაახალწლო საქველმოქმედო აქცია გამართა.