ჯორჯ კლუნს ერთდღიანი სამუშაოს სანაცვლოდ $35 მილიონს სთავაზობდნენ, თუმცა შეთავაზებაზე უარი განაცხადა

ჯორჯ კლუნმა ავიაკომპანიის რეკლამაში მონაწილეობის სანაცვლოდ $35 მილიონზე უარი თქვა.

„უფიქრია თუ არა ოდესმე, რომ საკმარისი ფული აქვს", The Guardian-თან ინტერვიუში ჯორჯ კლუნს ეს შეკითხვა დაუსვეს.

„დიახ, 35 მილიონი დოლარი შემომთავაზეს ერთი დღის სამუშაოსთვის, ავიაკომპანიის რეკლამისთვის, მაგრამ მეუღლეს ვესაუბრე და გადავწყვიტეთ, რომ არ ღირდა“, - უპასუხა მსახიობმა.

ჯორჯ კლუნმა განმარტა, რომ „ავიაკომპანია ასოცირდება „ქვეყანასთან, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ მოკავშირეა, ზოგჯერ კითხვის ნიშნებს ბადებს“.

Celebrity Net Worth-ის მიხედვით, კლუნის ქონება 500 მილიონ დოლარად არის შეფასებული, 2018 წელს კი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად დასახელდა.