გერმანიამ დიდი ბრიტანეთი კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ გავრცელების გამო მაღალი რისკის ქვეყნების სიაში შეიყვანა

გერმანიამ დიდი ბრიტანეთი კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ გავრცელების გამო მაღალი რისკის ქვეყნების სიაში შეიყვანა და მოგზაურობაზე შეზღუდვა დაუწესა. ამის შესახებ BBC იუწყება.

გერმანიის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა კვლავ შეეძლებათ, თუმცა კოვიდტესტის უარყოფითი პასუხი უნდა ჰქონდეთ დაორკვირიანი კარანტინი გაიაროან, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა აცრილები. ზომები 19 დეკემბრიდან შედის ძალაში.

საფრანგეთმა უკვე შემოიღო მსგავსი შეზღუდვები, რადგან ბრიტანეთში კოროვირუსული ინფექციის გავრცელების დონე მაღალია.

დანია, საფრანგეთი, ნორვეგია და ლიბანი ასევე დაემატა მაღალი რისკის ქვეყნების სიას და ამ ქვეყნებიდან მგზავრობა ასევე შეიზღუდება.

18 დეკემბერს, დიდ ბრიტანეთში Covid19-ის კიდევ 90,418 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ძალიან მაღალ მაჩვენებლად მიიჩევა.