COVID19: 2 195 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 47 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის 2 195 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 319 პაციენტი, გარდაიცვალა 47.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 33 813 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 095 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 718 PCR ტესტით.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 909 160-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.49%, ბოლო 14 - 6.96%, ხოლო 7 დღის - 6.48%. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 858 949-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა 13 071 კოვიდინფიცირებული.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 195 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 032 შემთხვევა, აჭარა - 149, იმერეთი - 380, ქვემო ქართლი - 98, შიდა ქართლი - 116, გურია - 76, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 160, კახეთი - 95, მცხეთა-მთიანეთი - 60, სამცხე-ჯავახეთი - 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -3.

ინფიცირების აქტიური შემთხვევა - 37 114, საიდანაც 5 779 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 329, აჭარაში - 534, იმერეთში - 1 220.

1426 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში - 564, აჭარაში - 124, იმერეთში - 440. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 319 ადამიანი, მათგან თბილისში - 171, აჭარაში - 31, იმერეთში - 33.

1 071 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 679 - თბილისში, 257 - აჭარაში. 30 264 - სახლში მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 31, მათ შორის, თბილისში - 30, ხოლო აჭარაში - 1.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 18 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 296 ადამიან. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია - 35 925.