საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული სომხეთის წარმომადგენელი გახდა

საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული სომხეთის წარმომადგენელი გახდა.

საქართველოს წარმომადგენელმა ნიკო ქაჯაიამ კონკურსზე მეოთხე ადგილი დაიკავა, 163 ქულით.

მალტამ, სომხეთმა და საფრანგეთმა საქართველოს წარმომადგენელს 12 ქულა მიანიჭეს.

ქართველი კონსურსანტი დღეს მე-2 ნომრად გამოვიდა.

პროექტ „რანინას“ გამარჯვებულმა ნიკო ქაჯაიამ საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე გიგა კუხიანიძის სიმღერა „დავაგროვოთ ღიმილები“ (lets Count The Smiles) შეასრულა.

კონკურსზე ხმის მიცემა ონლაინ იყო შესაძლებელი.