საქართველოს წარმომადგენელმა ნიკო ქაჯაიამ კონკურსზე მეოთხე ადგილი დაიკავა, 163 ქულით.
მალტამ, სომხეთმა და საფრანგეთმა საქართველოს წარმომადგენელს 12 ქულა მიანიჭეს.
ქართველი კონსურსანტი დღეს მე-2 ნომრად გამოვიდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტ „რანინას“ გამარჯვებულმა ნიკო ქაჯაიამ საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე გიგა კუხიანიძის სიმღერა „დავაგროვოთ ღიმილები“ (lets Count The Smiles) შეასრულა.
კონკურსზე ხმის მიცემა ონლაინ იყო შესაძლებელი.