ვაზისუბანში მე-15 კორპუსის პირველ სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შემდეგ მომხდარი აფეთქებისას 4 ადამიანი დაშავდა.
ერთმა დამწვრობა, ხოლო სამმა მსუბუქი ინტოქსიკაცია მიიღო.
მედიას შსს-ს წარმომადგენელმა განუცხადა, რომ ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.
"ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები“, - განაცხადა შსს-ს წარმომადგენელმა.
რამდენად უსაფრთხოა ახლა კორპუსი საცხოვრებლად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი პასუხობს, რომ "მუნიციპალური სამსახური შეაფასებს სიტუაციას, ამ დროისთვის კი უსაფრთხოების ზომები მიღებულია".
ამავე თემაზე: