ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას ვიტამინების აბების სახით მიღებისგან თავის შეკავებას ურჩევს.
იმუნოლოგის ცნობით, დღეში ერთი მანდარინი და ორი ფორთოხალი სრულიად აკმაყოფილებს С ვიტამინის დღიურ დოზას და აუციელებელი არაა აბები სახით მოხდეს მისი მიღება.
„როდესაც ქვეყანაში ამდენი ციტრუსი გვაქვს მიზანშეწონილად არ მიმაჩნია C ვიტამინის აბების სახით მიღება. მეცნიერულად დამტკიცებული ჯერ არ არის რომ ესა თუ ის ვიტამინი კორონავირუსისგან დაგვიცავს, თუმცა თუ გავითვალისწინებთ რესპირატორული დავადებების გამოციდლებას, ვიტამინები გამოჯანმრთელებას ან არიდებას ხელს უწყობს. მზისგან ან სხვა სახით D ვიტამინის მიღება ზიანს არავის მოუტანს, მაგრამ რაც შეეხება С ვიტამინს, სჯობს საკვებიდან მივიღოთ და არა მედიკამენტის სახით“, - განაცხადა „იმედის“ გადაცემაში „დილის შოუ“ საუბრისას იმუნოლოგმა.