საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 1296 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 45 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 001 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 145 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 856 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.89%, ბოლო 14 დღის - 6.93% ხოლო 7 დღის - 6.39%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 127 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 863 076.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 116 ადამიანი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 296 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 600 შემთხვევა, აჭარა - 122, იმერეთი - 197, ქვემო ქართლი - 85, შიდა ქართლი - 56, გურია - 34, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 64, კახეთი - 71, მცხეთა-მთიანეთი - 31, სამცხე-ჯავახეთი - 31, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 34 238 საიდანაც:

5 774 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 328, აჭარაში - 539, იმერეთში - 1 218.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 430 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 576, აჭარაში - 125, იმერეთში - 432. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 314 პაციენტი, მათგან თბილისში - 171, აჭარაში - 34, იმერეთში - 34.

1 071 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 679 - თბილისში, 257 - აჭარაში.

27 393 ადამიანი სახლში მკურნალობს.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 31 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 30, ხოლო აჭარაში - 1.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მიმდინარე წლის 19 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 296 ადამიანი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 340 ადამიანი.