ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას რამდენიმე რჩევას აძლევს, თუ როგორ უნდა გავარჩიოთ ერთმანეთისგან კორონავირუსის და გრიპის მსგავსი სიმპტომები.
მისი თქმით, წინა კვირაში საქართველოში გამოჩნდა B ტიპის ვირუსი, გრიპის შტამი .
იმუნოლოგის განმარტებით, ზოგადად რთულია ასე ვიზუალური ან შეგრძნებითი სიმპტომებით ტესტის გარეშე იმის გარკვევა, სეზონური გრიპი გვაქვს თუ კორონავირუსი, თუმცა არსებობს რამდენიმე განსხვავება, რომელიც დაგვეხმარება
„კორონავირუსის პანდემიის ფონზე ქვეყანაში B ტიპის ვირუსმა დაიწყო ცირკულირება, რის გამოც ხშირად გრიპის სიმპტომები მოსახლეობას Сovid19 ჰგონია. გრიპის დროს თუ ცხვირი გამეჭედა, შეიძლება გემოც წამერთვას და ყნოსვაც, მაგრამ რაც კორონავირუსს გამორჩეულად ახასიათებს, გახსნილი ცხვირის შემთხვევაში ყნოსვის და გემოს დაკარგვაა. გრიპი იწყება შეციებით და აუცილებლად მაღალი სიცხით. მას არ აქვს ხანგრძლივი ინკუბაცია. კუნთების ტკივილი ორივეს ახასიათებს, მაგრამ გრიპის დროს განსაკუთრებით იგრძნობა ტკივილი“, - აღნიშნა იმუნოლოგმა „იმედის“ გადაცემაში „დილის შოუ“ საუბრისას
კულუმბეგოვის თქმით, ვინც აცრა ჩაიატარა გრიპზე, კორონავირუსი მსუბუქად გადაიტანეს, რადგან იმუნურ სისტემას იცავს.
„კორონამდე, ექიმებშიც კი გრიპის ვაქცინის გაკეთების მაჩვენებლი 30 პროცენტი იყო. წელს 70 პროცენტამდე გაიზარდა სამედიცინო სექტორში. წინა კვირაში გამოჩნდა B ტიპის ვირუსი, გრიპის შტამი. გრიპი იქნება, მაგრამ არ მგონია, ისეთი რაოდენობით, რომ მომართვიანობა გაზარდოს და კორონავირუსით დაინფიცირებულებს საწოლები წაართვას“, - აღნიშნავს იმუნოლოგი.