ამირან გამყრელიძე: ორჯერადად აცრილებისთვის „ბუსტერ“ დოზა აუცილებელი უნდა იყოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს მიმართავენ რეკომენდაციით, რომ ორჯერადად აცრილი მოქალაქეებისთვის „ბუსტერ“ დოზა აუცილებელი იყოს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.

„ომიკრონთან“ დაკავშირებით აუცილებელია აქტიური „ბიუსტერი“. აუცილებელი იქნება, რომ ყველა ადამიანმა, ვინც ორჯერ აიცრება, გაიკეთოს „ბუსტერი“. ჩვენ შევალთ რეკომენდაციით, რომ „ბუსტერი“ იყოს ყველასთვის აუცილებელი“,- აღნიშნავს გამყრელიძე.

ცნობისთვის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში "ომიკრონის" 2 შემთხვევა დადასტურდა.