"იმის გამო, რომ ქვეყანაში „ომიკრონი“ დაფიქსირდა, ეპიდსიტუაციის მძაფრ გაუარესებას არ ველოდები, ყოველ შემთხვევაში ახალ წლამდე მაინც. ახალი შტამით ძველი, „დელტა“ შტამის ჩანაცვლებას ალბათ, 2 თვე დასჭირდება", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, „ომიკრონი“ მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება და ამიტომ სავარაუდოდ, ახალი შემთხვევები ამბულატორიული იქნება.
„ომიკრონთან“ მიმართებაში აღინიშნა საკმაოდ სწრაფი გადამდებლობის უნარი, 3-4-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, უფრო ადვილად აზიანებს ახალგაზრდა ასაკს, მხედველობაში მაქვს 40 წლამდე ასაკი და ბავშვებს, ახასიათებს შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა, მაგრამ მომავალში როგორ იქნება, რადგან მას სწრაფი გავრცელების უნარი აქვს, ჯერ კიდევ რთული საპროგნოზოა. ჩვენთან ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით, მაგრამ უმჯობესდება, მაგრამ მაინც მაღალ ნიშნულზე რჩება მაჩვენებლები, ამიტომ „ომიკრონის“ გამოჩენა, რომელსაც ჩვენ ველოდით, რა თქმა უნდა, რადგან საზღვარი ვერ დაიცავს", - განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში "ომიკრონის" 2 შემთხვევა დადასტურდა.