ირანის პრეზიდენტი აშშ-ს ვაქცინის შეძენის ხელშეშლაში ადანაშაულებს

ირანის პრეზიდენტის ჰასან როუჰანის განცხადებით, აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციების გამო, ირანისთვის Сovid-19-თან საბრძოლველად საჭირო ტექნიკის, მედიკამენტების და ვაქცინის შეძენა გართულდა.

ამის შესახებ ინფორმაციას timesofisrael.com ავრცელებს

მისი თქმით კორონა ვირუსის საწინააღდეგო ვაქცინა, რომლის საშუალებთაც ახლო აღმოსავლეთში ვირუსის გავრცელება უნდა შეზღუდონ, მათთვის რთულად ხელმისწვდომია.

2018 წელს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის საბანკო სექტორსა და მისთვის უმნიშვნელოვანეს - გაზისა და ნავთობის ინდუსტრიას მნიშვნელოვანი სანქციები დაუწესა. ტრამპმა ირანი ე.წ. ბირთვული შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ამ შეთანხმების წევრობას აზრი არ ჰქონდა, რადგან ირანი აგრძელებდა ხელშეკრულებით აკრძალულ ქმედებებს.