„რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა განაცხადა, რომ შესაძლოა, 6 იანვარს კაპიტოლიუმზე განხორციელებულ თავდასხმაზე კონგრესში მისი ზოგიერთი კოლეგა იყოს პასუხისმგებელი, თუმცა ამაზე ჯერ ფაქტებმა უნდა მიუთითონ.
კინზინგერმა ყოფილ პრეზიდენტზეც ისაუბრა.
„არავინ უნდა იყოს კანონზე მაღლა, მაგრამ ჩვენ ასევე ვაღიარებთ, რომ მის გარეშეც შეგვიძლია მივიღოთ ინფორმაცია ამ ეტაპზე. ცხადია, როდესაც ყოფილ პრეზიდენტს გამოიძახებთ, ამას მოჰყვება ცირკის გარემო, მაგრამ თუ ის გვჭირდება, ჩვენ ამას გავაკეთებთ“, - განაცხადა ადამ კინზინგერმა.
220-ზე მეტ პირს ბრალად ედება თავდასხმა ან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისთვის ხელის შეშლა 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის დროს. შტურმმა ჩაშალა კონგრესის სხდომის ერთობლივი სესია, რომელსაც ოფიციალურად უნდა დაედასტურებინა 2020 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი ჯო ბაიდენის გამარჯვება.