ვანის სასწრაფო დახმარების 17 თანამშრომელი კორონავირუსისგან განიკურნა

კორონა ვირუსით დაინფიცირებული ვანის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 17 თანამშრომელი უკვე Сovid უარყოფითია.

გამოჯანმრთელებული მედიკოსები სამსახურში დაბრუნდნენ და ვანის სასწრაფო დახმარების ცენტრმა მუშაობა განაახლა.

17 მედიკოსის დაინფიცირების გამო, ვანის მოსახლეობას მეზობელი მუნიციპალიტეტების სასწრაფო დახმარების ბრიგადები ემსახურებოდნენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდინფიცირების 2720 შემთხვევა გამოვლინდა , გარდაცვლილია 46 ადამიანი. იმერეთის რეგიონში 362 შემთხვევა დაფიქსირდა.

გამოჯანმრთელებულთა რიცხვს დღეს კიდევ 3942 ადამიანი შეემატა.

საერთო მონაცემებით, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ჯამში 1790 მიაღწია.

გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 158 183. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6869 პაციენტი იმყოფება, კარანტინის რეჟიმში - 1010, კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 3077.

ბოლო თვეების განმავლობაში, საქართველოში Covid 19-ით- 189 726 ადამიანი დაინფიცირდა.