Novavax-ის ვაქცინა მეხუთეა, რომელიც ევროკავშირმა დაამტკიცა. მას ავტორიზაცია ბლოკის წამლების მარეგულირებელმა, ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) მიანიჭა.
Nuvaxovid - ი - მეხუთე ვაქცინაა, რომელიც ავტორიზებულია ევროკავშირში Pfizer / BioNTech, AstraZeneca / Oxford, Moderna და Johnson & Johnson-ის შემდეგ. მომდევნო ეტაპზე ევროკომისია ამ ვაქცინისთვის ავტორიზაციის მინიჭების მიზნით გადაწყვეტილების მიღების პროცესს დააჩქარებს.
Nuvaxovid-ის მიერ გამოყენებული ტექნოლოგია ათწლეულების განმავლობაში B ჰეპატიტისა და ყივანახველას ვაქცინებში გამოყენებული ტექნოლოგიის მსგავსია და არ საჭიროებს ულტრა დაბალ ტემპერატურაზე შენახვას.