ეკონომიკური ექსპერტის რამაზ გერლიანის გაუჩინარებასთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ექსპერტ-კრიმინალისტები შესაბამის პროცედურებს გერლიანის ავტომობილს უტარებენ, რომელიც მან ავჭალის სამმართველოს წინ, სადგომზე დატოვა.
რამაზ გერლიანის ძმას „რჩება შთაბეჭდილება, რომ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები ხელს აფარებენ პოლიციელს, რომელიც მისი ძმის Facebook პოსტში არის მითითებული“.
მისივე ინფორმაციით, რამაზ გერლიანის განცხადება, რომელშიც ის შსს-ს თანამშრომელ გიორგი გოგნიაშვილს შანტაჟსა და კერძო საკუთრებაში შეჭრაში ადანაშაულებდა, სოციალური ქსელიდან გამქრალია, თუმცა უცნობია, ვინ წაშალა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ამავე თემაზე:
ახლობლების ცნობით, ეკონომიკური ექსპერტი რამაზ გერლიანი გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა