რუსი დეპუტატი გარდაცვლილი იპოვეს

რუსი კანონმდებელი, ქალაქ მაგადანიდან, ალექსანდრ კრამენკო საკუთარ ოფისში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გარდაცვლილი იპოვეს.

იკითხებიან პოტენციური მოწმეები, ახლობლები, თვითმხილველები, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. გამოძიება არ გამორიცხავს თვითმკვლელობასაც.

59 წლის დეპუტატი პოპულარული გახდა ერთ-ერთი ფოტოს ირგვლივ სკანდალის გამო, რომელზეც ჩანს კაცი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღი უჭირავს და 200 იშვიათი სახეობის გარეული იხვით გაკეთებულ წარწერა „კამჩატკა 2021“-თან დგას.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფოტოზე ასახული თოფიანი კაცი კრამარენკო იყო. თავად მან უარყო ეს ინფორმაცია. მოგვიანებით განაცხადა, რომ იხვები, სანადირო სკოლის სათამაშოებია და არა ცოცხალი ფრინველები.

„ერთიანმა რუსეთმა“ კრამარენკოს წევრობა გამოძიების დაწყების შემდეგ შეუჩერა.