უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო სახელმწიფო ღალატშია ეჭვმიტანილი. Reuters-ი იტყობინება, რომ პეტრო პოროშენკოს ბრალად დონბასის რეგიონში სეპარატისტული ძალების დაფინანსებასთან კავშირი ედება ბრალად.
უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს განცხადებაში ნათქვამია, რომ პეტრო პოროშენკო ეჭვმიტანილია ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობაში.
პეტრო პოროშენკოს პარტიაში „ევროპული სოლიდარობის პარტია“ აცხადებენ, რომ ბრალდება ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით არის ფალსიფიცირებული და ის ფარსად იქცევა, როგორც ყველა წინა ბრალდება.
პარტიაში აცხადებენ, რომ პეტრო პოროშენკო სტამბოლსა და პოლონეთში ვიზიტით გაემგზავრა.