საქართველოს საზღვართან ახლოს განმეორებითი მიწისძვრა მოხდა

საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 52 კილომეტრში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. ამჯერად მიწისძვრის სიმძლავრე 4.8 მაგნიტუდას შეადგენდა.

მიწისქვეშა ბიძგები თბილისის დროით 15:34 საათზე დაფიქსირდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი რუსეთში, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში იყო.

პირველი მიწისძვრა იგივე რადიუსში წუხელ თბილისის დროის 01.29 წუთზე მოხდა. ბიძგების სმძლავრე 5.0 მაგნიტუდას შეადგენდა.