გერმანიაში დაკავებული გიორგი კალანდაძის საქმეში უკრაინელი კონსულები ერთვებიან

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, რომ გერმანიაში დაკავებული გიორგი კალანდაძის საქმეში უკრაინელი კონსულები ჩაერთვნენ.

უკრაინის საგარეო უწყების ცნობით, კალანდაძეს უკრაინის მოქალაქეობა აქვს.

ამასთან, უკრაინის საელჩო გერმანიაში ინფორმირებულია 19 დეკემბერს ბერლინ-ბრანდერბურგის აეროპორტში უკრაინის მოქალაქის გიორგი კალანდაძის დაკავების შესახებ.

უკრაინული მედიის ცნობით, კალანდაძეს უკრაინის მოქალაქეობა 2019 წლის 20 დეკემბერს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით მიენიჭა.

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა გიორგი კალანდაძე ბერლინის აეროპორტში მიმდინარე წლის 19 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა გენერალური შტაბის უფროსის ყოფილ მოადგილეს მოქალაქის თავისუფლების უკანონო აღკვეთას და წამებას ედავება.

ამავე თემაზე:

საქართველოს გენერალური პროკურატურა გერმანულ მხარეს გიგი კალანდაძის საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს