საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 3282 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 53 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 49 347 კვლევა ტესტით, მათ შორის 34 387 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 960 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.65%, ბოლო 14 დღის - 6.71% ხოლო 7 დღის - 6.24%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 263 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 866 339.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 169 ადამიანი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 282 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 378 შემთხვევა, აჭარა - 272, იმერეთი - 532, ქვემო ქართლი - 121, შიდა ქართლი - 256, გურია - 122, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 252, კახეთი -162, მცხეთა-მთიანეთი -76, სამცხე-ჯავახეთი - 73, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -38.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 34 204 საიდანაც: 5 626 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 302, აჭარაში - 531, იმერეთში - 1 123. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 380 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 566, აჭარაში - 126, იმერეთში - 408. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 318 პაციენტი, მათგან თბილისში - 171, აჭარაში - 32, იმერეთში - 33. 1 021 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 648 - თბილისში, 251 - აჭარაში. 27 557 ადამიანი სახლში მკურნალობს.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 1.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 20 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 296 პაციენტი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 699 ადამიანი.