ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში 92 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის 17 რეანიმაციულ განყოფილებაშია. კლინიკის სამედიცინო დირექტორის თქმით, ორი ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
მაია ჩხაიძის ინფორმაციით, რამდენიმე კვირაში ბავშვებში სავარაუდოდ შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს, რადგან „ომიკრონი" განსაკუთრებით სწრაფად მოზარდებში ვრცელდება.
საქართველოში „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების ორი შემთხვევა 20 დეკემბერს დადასტურდა.