ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ჯეიკ სალივანი რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს, იური უშაკოვს ტელეფონით ესაუბრა.
თეთრი სახლის ცნობით, სალივანმა დააფიქსირა აშშ-ის მზადყოფნა, ჩაერთოს დიპლომატიაში მრავალი არხით, მათ შორის ორმხრივი ჩართულობით, NATO-რუსეთის საბჭოს და ეუთოს ფარგლებში.
თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯეიკ სალივანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ნებისმიერი დიალოგი უნდა ეფუძნებოდეს ორმხრივ ინტერესებს და ითვალისწინებდეს აშშ-ის შეშფოთებას რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით.
ამასთან, ეს უნდა განხორციელდეს სრული კოორდინაციით ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან. სალივანმა ასევე აღნიშნა, რომ არსებითი პროგრესი შეიძლება მოხდეს მხოლოდ დეესკალაციის და არა ესკალაციის პირობებში.