"ამ ეტაპზე რასაც აკეთებს სალომე ზურაბიშვილი, არის აზრთა გაცვლა ინდივიდუალურ ადამიანებთან, პოლიტიკურ პარტიებთან და ამის საფუძველზე მას სურს, რომ შეიმუშაოს ერთი მხრივ არქიტექტურა ამ პროცესის და მეორე მხრივ დღის წესრიგი", - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც სამადაშვილი განმარტავს, პრეზიდენტთან საუბარი იყო მხოლოდ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, იყო აზრთა გაცვლა და მან ასევე აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის პოლიტიზირებული მართლმსაჯულება, რაზეც ასევე იყო საუბარი შეხვედრის მიმდინარეობისას.
„ყველას გვესმის, რომ ნებისმიერი ეს პროცესი, რომელიც უნდა შედგეს, არის ძალიან რთული პროცესი და კომპლექსური, ამიტომ კონკრეტიკაზე საუბარი მე ვფიქრობ, რომ ჯერ არის ადრე. ამ ეტაპზე რასაც აკეთებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი, არის აზრთა გაცვლა, სხვადასხვა ადამიანებთან, ინდივიდუალურ ადამიანებთან, პოლიტიკურ პარტიებთან და ამის საფუძველზე მას სურს, რომ უკვე შეიმუშავოს შეიძლება ითქვას არქიტექტურა ერთი მხრივ ამ პროცესის და მეორე მხრივ დღის წესრიგი. ამიტომ დღეს კონკრეტიკაზე საუბარი ადრეა", - განაცხადა სამადაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრას აგრძელებს.