საფრანგეთის მარეგულირებელმა 5-11 წლის ყველა ბავშვში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაუშვა.
გასულ კვირას საფრანგეთმა 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაცია სპეციალური საჭიროების ბავშვებისთვის დაიწყო.
ქვეყნის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებდა, რომ ბავშვების ვაქცინაციის მომხრეა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს თავად მშობლებმა უნდა გადაწყვიტონ.
ექიმ ლიზ ალტერის თქმით, „ომიკრონის ვარიანტის გავრცელებით, რომელიც უფრო გადამდებია, ვიდრე „დელტას“ ვარიანტი, შეიძლება ველოდოთ მძიმე ფორმების ზრდას ბავშვებში.
გასულ თვეს, ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) 5-11 ასაკობრივ ჯგუფში Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის გამოყენება დაუშვა. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია დაიწყო.