ჯემალ ჭკუასელის სამოქალაქო პანაშვიდზე ბიძინა ივანიშვილი მივიდა

ანსამბლ „ერისიონის“ მთავარი დირიჟორის და მომღერალის ჯემალ ჭკუასელს სამოქალაქო პანაშვიდი დილიდან მიმდინარეობს სამების ეკლესიაში.

ცოტა ხნის წინ, ჯემალ ჭკუასელის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა.

ამასთან, ანსამბლ „ერისიონის“ მთავარი დირიჟორი და მომღერალი ჯემალ ჭკუასელი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ჯემალ ჭკუასელს დღეს მახათას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.