ევროკომისიამ ციფრული კოვიდსერტიფიკატების მოქმედების ვადად 9 თვე განსაზღვრა. ევროკომისიის განცხადებით, გამაძლიერებელი დოზები რეკომენდებულია პირველი ვაქცინაციის ციკლის დასრულებიდან არაუგვიანეს ექვსი თვისა.
მსოფლიოში ამ დროისთვის 4,4 მილიარდზე მეტი, დაახლოებით 56% ადამიანია აცრილი კოვიდვაქცინის ერთი ან მეტი დოზით.
ვაქცინებმა სულ მცირე 750 000 სიცოცხლე გადაარჩინა მხოლოდ შეერთებულ შტატებსა და ევროპაში.
ჯანმოს და დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის მიერ გასულ თვეში, შვედეთში, გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 470,000 სიცოცხლე გადარჩა ევროპის 33 ქვეყანაში, მხოლოდ 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში.
Covid19-ის ვაქცინის თითქმის 10 მილიარდი დოზა იყო ადმინისტრირებული მთელ მსოფლიოში 2020 წლის შუა პერიოდიდან, აქედან 8,5 მილიარდი - 2021 წლის ბოლოს.