რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ვლადიმერ პუტინმა და ემანუელ მაკრონმა მთიანი ყარაბაღის საკითხი განიხილეს.
„მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე აზრთა გაცვლისას მხარეებმა გამოთქვეს კმაყოფილება სიტუაციის სტაბილიზაციის, მშვიდობის დამყარების და რეგიონში ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების აღდგენის მიზნით გატარებული ძალისხმევის გამო.
მათ განაცხადეს, რომ რუსეთი და საფრანგეთი სინქრონულად მოქმედებენ პრობლემების გადასაჭრელად და მომავალშიც აპირებენ, იმოქმედონ თანმიმდევრულად“, - ნათქვამია კრემლის პრესრელიზში ორი სახელმწიფოს მეთაურის სატელეფონო საუბრის შემდეგ.
ამასთან, ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონს დაბადების დღე მიულოცა.