როკის გვირაბთან ახლოს ზვავი ჩამოწვა. დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, 5 რუსი ჯარისკაცი დაკარგულად ითვლებოდა, მათი სამძებრო სამუშაო უკვე 5 საათზე მეტია, რაც მიმდინარეობს.
ამასთან, რადიო თავისუფლების ცნობით, ორი ჯარისკაცი მალევე იპოვეს მესამე კი - 5 საათიანი ძებნის შემდეგ. დაშავებულები ოკუპირებული ცხინვალის და ჯავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაკარგულია ორი ჯარისკაცი.
ტრანსკავკასიური მაგისტრალი დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო მეორე დღეა, უკვე დაკეტილია. უხვი ნალექის გამო, შესაბამისი სამსახურები გზის გაწმენდას ვერ ასწრებენ. ტრანსკავკასიური მაგისტრალი ერთადერთი გზაა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონს რუსეთის ფედერაციასთან აკავშირებს. ავდრის, დიდთოვლობის და ზვავების გამო, ზამთარში მაგისტრალი რამდენიმე დღით იკეტება და ოკუპირებული რეგიონი იზოლირებული რჩება. ეს მაგისტრალი მაღალმთიან რელიეფზე გადის და ზამთრის გარდა, გაზაფხულზე მეწყერიც ქმნის პრობლემებს.