ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენთვის მიუღებელია პოპულარული თეორია, რომ უკრაინა ევროკავშირში 30 წელიწადში გაწევრიანდება, NATO-ში კი 50 წელიწადში

უკრაინა ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივებთან დაკავშირებით, NATO-სგან მკაფიო პოზიციას ელის. ამის შესახებ მედია უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

ზელენსკის თქმით, უკრაინას სურდა, NATO-დან მიეღო, ძალიან მკაფიო ვადები 2022 წელს წევრობის პერსპექტივის შესახებ.

„ჩვენთვის მიუღებელია თეორია, რომელიც ახლა ძალიან პოპულარულია (უკრაინის გაწევრიანებაზე), ევროკავშირში - 30 წლის შემდეგ და NATO-ში 50 წელიწადში“, - განაცხადა ზელენსკიმ უკრაინის ელჩებთან შეხვედრისას.