უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი: ხელისუფლება ყველა ღონეს მიმართავს, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდეს

„უკრაინის ხელისუფლება ყველა ღონეს მიმართავს, რომ მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდეს“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა Facebook-ზე დაწერა.

„დღეს მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეა, რომელსაც მრავალი წელია, ვიცნობ. რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, ამიტომ მინდა, მას დღეს ვუსურვო მთავარი: ჯანმრთელობა, მოთმინება და სულის სიმტკიცე, რომელიც მას არ აკლია. მიხეილი უკრაინის მოქალაქედ რჩება და ეს არ არის ცარიელი სიტყვები პრეზიდენტისა და მისი გუნდისთვის.

მათგან განსხვავებით, ვინც მიჩვეულია რაიმე თემის საკუთარ პიარამდე დაყვანას, ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ ის უკრაინაში დაბრუნდეს“ , - წერს ანდრეი ერმაკი.