პოლიციამ ეკონომიკური ექსპერტი რამაზ გერლიანი იპოვა

3-დღიანი გაუჩინარების შემდეგ პოლიციამ „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორი, ეკონომიკური ექსპერტი რამაზ გერლიანი იპოვა.

გერლიანი ცოცხალია და ამ წუთებში პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება. როგორც ცნობილია, გერლიანი თბილისიდან იყო გასული, შესაბამისად, სამართალდამცველებმა მის კვალს სხვა ქალაქში მიაგნეს.

შეგახსენებთ, რომ ახლობლების ცნობით, „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორი, ეკონომიკური ექსპერტი რამაზ გერლიანი გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარდა. მათივე ინფორმაციით, გერლიანის ავტომობილი ბოლოს ავჭალის პოლიციის შენობასთან შენიშნეს. როგორც ახლობლები აცხადებენ, რამაზ გერლიანს 3 დღე ვერ უკავშირდებოდნენ.