ჯანმოს დირექტორი: ბევრი ვაქცინა მზადდება და ამით გვირაბის ბოლოს სინათლე უფრო კაშკაშა ხდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელთა წინაშე მსოფლიო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გავრცელებისას დადგა. „იმედის“ ინფორმაციით, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა პრესკონფერენციაზე ქართული ტელეკომპანის შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საუბარი 3 ძირითად საკითხზეა.

„პირველი დაფინანსებაა და საჭირო 4 მილიარდი დოლარი. მსოფლიო ლიდერებმა დადეს პირობა, რომ ვაქცინები გლობალური გახდება. პირობა ქმედებებზე უნდა აისახოს. მესამეა ინფრასტრუქტურა. განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნები უნდა გაძლიერდნენ, მოემზადონ, ვინაიდან ამ შემთხვევაში დაიწყება ვაქცინაცია. ყველაზე მნიშვნელოვანია, როცა ხედავ - ადამიანების იმუნიზაცია სამართლიანად მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში სამყარო უფრო სწრაფად აღიდგენს ძალებს. ვაქცინის განაწილება და გლობალური იმუნიზაცია ყველა ქვეყნის ინტერესში შედის“, - აღნიშნა გებრეისუსმა.

მისივე თქმით, ბევრი ვაქცინა მზადდება და ამით გვირაბის ბოლოს სინათლე უფრო კაშკაშა ხდება“.