საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 2739 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 52 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 45 153 კვლევა ტესტით, მათ შორის 28 160 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 993 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.07%, ბოლო 14 დღის - 6.58% ხოლო 7 დღის - 6.19%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 072 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 869 411.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 52 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 221 ადამიანი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 739 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 246 შემთხვევა, აჭარა - 204, იმერეთი - 437, ქვემო ქართლი - 120, შიდა ქართლი - 174, გურია - 99, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 184, კახეთი -147, მცხეთა-მთიანეთი -66, სამცხე-ჯავახეთი - 50, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -12.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 33 819 საიდანაც: 5 488 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 237, აჭარაში - 544, იმერეთში - 1 105. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 350 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 555, აჭარაში - 129, იმერეთში - 398. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 313 პაციენტი, მათგან თბილისში - 169, აჭარაში - 33, იმერეთში - 35. 1 001 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 629 - თბილისში, 247- აჭარაში. 27 330 ადამიანი სახლში მკურნალობს.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 1.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 21 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 298 ადამიანი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 34 430 ადამიანი.