პირველი იანვრიდან 10 იანვრამდე პერიოდი უქმე დღეებად ცხადდება, განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
საბჭოს გადაწყვეტილება საჯარო დაწესებულებებს შეეხება, კერძო სტრუქტრურებს კი, თავად შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება.
„სკოლებში არდადეგებია 29 დეკემბრიდან 17 იანვრის ჩათვლით. ამასთან, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უქმე დღეებად გამოცხადდეს პირველი იანვრიდან 10 იანვარმდე პერიოდი. ეს ეხება საჯარო დაწესებულებებს, ხოლო კერძოს სექტორს შეუძლია გადაწყვეტილება თავად მიიღოს და უქმე დღეებად გამოაცხადოს ეს პერიოდი“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.